გიორგი ვოლსკი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ასავალ-დასავლის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.

ვოლსკიმ აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

მისი განმარტებით, რუკები საქართველოში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა, ხოლო ამ პროცესში მთავარი როლი ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა.

„ალიანსიდან უკვე საკმაოდ ბინძური ბრალდებები გვესმის. „პატრიოტთა ალიანსი“, „ასავალ-დასავალი“ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტდნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს.

ეს რუკები დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტული როლი კიდევ ერთხელ შეასრულა თავისი ქვეყნის წინაშე, რაც არაერთხელ გაუკეთებია და მადლობაც გადაუხადა და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით ხიდაშელს, რომ საკუთარ სამშობლოში ჩამოიტანა ეს რუკები, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ დაშვებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული წინა ხელისუფლების მიერ. აბსოლუტურად არაფერ შუაშია ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ყოფილიყო ამასაც არავინ დამალავდა. პოზიტიურიც ბევრი აქვს გაკეთებული და არასდროს დაგვიმალავს, უბრალოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის გადაფარვის თვალსაზრისით, ასეთ ალიანსში, ასეთი ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან არათუ მისაღები, არამედ უსინდისობაა. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი. ან ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება ირაკლი ღარიბაშვილის, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა.

ეს რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, მადლობა ერთსაც და მეორესაც და თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს. რასაკვირველია, პრემიერი ირაკლი კობახიძე თავის კომპეტენციის ფარგლებში იყო ჩართული ამ საკითხებში და როგორც აღნიშნა მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებების პროცესები საკმაოდ რთულ ვითარებაში, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ რედაქციას, ჟურნალისტს, პოლიტიკურ ჯგუფს რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788958897

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ. მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1788958191

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინა...

პროკურატურა

1788957505

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1788957470

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს....

რუსთაველის გამზირ

1788956229

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს

„ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვე...

ზვიად შალამბერიძე