იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა
„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩის“ სახელით პარაზიტირების საშუალება არც აქამდე უნდა მიეცათ.
„მინდა მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ- „გირჩი“ სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით- თავისუფალი ხალხის პარტია. ჩვენ ძველი სახელი ძალიან მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა- ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია. ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი ლიბერალი და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. საშუალება არ უნდა მიგვეცა ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
1788949887
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: „ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს
„ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მი...
1788949032
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაც...
1788947488
ახალი ამბებიგია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს, როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც გარე პატრონს აწყობს, მთავარი მიზანია გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა
დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობს, იმისათვის, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, რომელიც მათი აზრით, ხელ...
1788947423
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში ნიღბების ტარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში ნიღბების ტარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება. 15 სექტემბრიდან სახის დაფარვა უკანონო გახდება. თუ პოლიციელი ივარაუდებს, რომ სახის დაფარვის მიზანი ვინაობის დამალვა, ან დანა...
1788946644
ახალი ამბებითამთა სოფრომაძე: ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებმა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეო...




























