„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

პროექტი ჯამში , 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, სრულად განახლდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და შეიცვლება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელები.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში შევა 3,6 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების და 1,3 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელები, ამასთან, უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ მარეგულირებელი ურდული და საკვანძო ჭები. ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დღეს, 9 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი, საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ მდგრადობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. პროექტის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის საიმედოობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788954657

საზოგადოება

იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იაგო

1788953691

საზოგადოება

ბათუმი - სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულ...

ბათუმი - სარფი

1788952926

ახალი ამბები

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლია. დაცვის მხარე ისევ ირწმუნება რომ საქმეში არ დევს მტკი...

ჯაშუშების საქმე

1788952078

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სერბეთის ლიდერი თავისი...

ალექსანდარ ვუჩიჩი

1788950609

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან

ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას. მის...

ნინო წილოსანი