ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით, ასევე, ინვესტიციის მოცულობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკისგან იქნა მოზიდული თანხა, რომლის ჯამური ოდენობა 350 მილიონ დოლარს აღემატება.

„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური, წყლის, თუ რეგიონული პროექტების დაფინანსების კუთხით.

აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მთავრობის, პრაქტიკულად, ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788957505

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1788957470

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს....

რუსთაველის გამზირ

1788956229

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს

„ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვე...

ზვიად შალამბერიძე

1788954873

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე - მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას

„მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1788954657

საზოგადოება

იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იაგო