ლევან მახაშვილი აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით აქტივისტის აღიარებაზე: საბოლოო ჯამში, თავადვე აღიარებენ ხოლმე თუ რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ და რა არის მათი რეალური ინტერესები

საბოლოო ჯამში, თავდვე აღიარებენ ხოლმე თუ რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ და რა არის მათი რეალური ინტერესები, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ოპოზიციის აქტივისტის აღიარებასთან დაკავშირებით, რომ რადიკალურ აქციებს „პატრიოტთა ალიანსი“ აფინანსებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ შექმნან ილუზია თითქოს სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, საბოლოოდ დადასტურდება ხოლმე, რომ ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“.

„ეს არის მათი ე.წ. გულწრფელი პროტესტი, რამდენიც არ უნდა მოატყუონ საზოგადოება, სინამდვილეში, მერე თავადვე აღიარებენ ხოლმე, რომ რეალურად ამ პროცესის უკან არის ჩვეულებრივი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. რაც მთავარია, შეიძლება ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ სხვადასხვა ძალა, სხვადასხვა მიმართულებას თუ აზრს წარმოადგენენ მაგრამ სინამდვილეში ერთიან ქვაბში იხარშება ყველა - ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, საბოლოო ჯამში თავადვე აღიარებენ ხოლმე თუ რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ და რა არის მათი რეალური ინტერესები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.

კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები სწორედ ირმა ინაშვილმა გადასცა. ამასთან, დავით თარხან-მოურავმა გარკვეული თანხა გადასცა დინამიკების და პიკაპის დასაქირავებლად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766491267

ახალი ამბები

პოლონური მედია: არის თუ არა საქართველო ნამდვილად პუტინის მოკავშირე? - პოლონეთი ევროკავშირის ნარატივის მახეში აღმოჩნდა

ბოლო წლებში პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩიხში შევიდა. ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთი მთავარი დამცველი იყო ევროპულ ასპარეზზე, ვარშავა სულ უფრო ხშირად იქცევა მკაც...

პოლონური მედია

1766488846

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარენ მაკიშიმასა და ჯგუფის სხვა წევრებს იუსტიციის სამინი...

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებ

1766487003

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ენჯეოების“ წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, მათ პატრონებს როგორი პრობლემები აქვთ, კარგად ვხედავთ, როდესაც ისევ ნინო ლომჯარიაზე აკეთებენ აქცენტს

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაში არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგ...

ლევან მაჭავარიანი

1766485615

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს პოლიტიკური დარტყმაა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ვალდებულები ვართ, სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, მოვახდინოთ რეაგირება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური დარტყმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თ...

ლევან მაჭავარიანი

1766483569

ახალი ამბები

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 2 193 388 700 ლარს შეადგენს, დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის განხილვამდე საკრებულოს წევრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა და გასული წლის საქმ...

კახა კალაძე