ლევან მაჭავარიანი „ენჯეოების“ წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, მათ პატრონებს როგორი პრობლემები აქვთ, კარგად ვხედავთ, როდესაც ისევ ნინო ლომჯარიაზე აკეთებენ აქცენტს
„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაში არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მათ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს მიმართეს.
მაჭავარიანის თქმით, მტკიცებულებებით არის დადასტურებული, თუ რომელი „ენჯეოები“ ფინანსდებიან ბრიუსელიდან.
„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაში არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. ზღაპრებზე ტრიალებენ. აქტორების კუთხითაც, მათ პატრონებს როგორი პრობლემები აქვთ, კარგად ვხედავთ, როდესაც ისევ ნინო ლომჯარიაზე აკეთებენ აქცენტს. ანუ, ადამიანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ ჩვეულებრივი აგენტი არის. მტკიცებულებებით გვაქვს დადასტურებული, თუ რომელი „ენჯეოები“ ფინანსდებიან ბრიუსელიდან და ვიცით, თუ როგორ საქმიანობას ეწევიან ისინი - არა მათ დეკლარირებულ საქმიანობას, არამედ შუღლის გაღვივებას, პოლარიზაციის გაღვივებას, შეტევას ჩვენს ინსტიტუტებზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1766488846
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარენ მაკიშიმასა და ჯგუფის სხვა წევრებს იუსტიციის სამინი...
1766485615
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს პოლიტიკური დარტყმაა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ვალდებულები ვართ, სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, მოვახდინოთ რეაგირება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური დარტყმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თ...
1766483569
ახალი ამბებიდედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 2 193 388 700 ლარს შეადგენს, დამტკიცებულია
თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის განხილვამდე საკრებულოს წევრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა და გასული წლის საქმ...
1766482401
ახალი ამბებიკახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
„დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობას გვიხდის, ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმ, კახა კალაძემ თბილისის სა...
1766480706
ახალი ამბებითურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის გეკა გელაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულ დელეგაციას თურ...




























