იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარენ მაკიშიმასა და ჯგუფის სხვა წევრებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

დელეგაციის ინტერესის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით გატარებულ რეფორმებს.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში და გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით, არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ ბრეგაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი დავით დევიძე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილი.

დღესვე იაპონიის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვევა და სერვისების გაცემის კონცეფციასა და კერძო და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესს გაეცნობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766489904

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით აქტივისტის აღიარებაზე: საბოლოო ჯამში, თავადვე აღიარებენ ხოლმე თუ რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ და რა არის მათი რეალური ინტერესები

საბოლოო ჯამში, თავდვე აღიარებენ ხოლმე თუ რას წარმოადგენენ, ვის წარმოადგენენ და რა არის მათი რეალური ინტერესები, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ოპოზიციის აქტივისტის...

ლევან მახაშვილი:

1766487003

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ენჯეოების“ წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, მათ პატრონებს როგორი პრობლემები აქვთ, კარგად ვხედავთ, როდესაც ისევ ნინო ლომჯარიაზე აკეთებენ აქცენტს

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ მძიმე მდგომარეობაში არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგ...

ლევან მაჭავარიანი

1766485615

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს პოლიტიკური დარტყმაა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ვალდებულები ვართ, სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, მოვახდინოთ რეაგირება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური დარტყმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, თ...

ლევან მაჭავარიანი

1766483569

ახალი ამბები

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 2 193 388 700 ლარს შეადგენს, დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის განხილვამდე საკრებულოს წევრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა და გასული წლის საქმ...

კახა კალაძე

1766482401

ახალი ამბები

კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა

„დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობას გვიხდის, ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმ, კახა კალაძემ თბილისის სა...

კახა კალაძე