ლევან მახაშვილი: არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება
„არსებობს აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებების პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება.
„ამით დასრულდა ერთგვარი კრიზისული სიტუაცია, ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ უკვე გადავედით პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში. მთავარი, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ არსებობს ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური ნება ურთიერთობების გადატვირთვის, და ამ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - აცხადებს მახაშვილი.
1780606494
საზოგადოებალევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება
წლების განმავლობაში რადიკალიზაციის თესვამ მიიყვანა სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე, რომ უფრო ეფექტიანად აღასრულოს ეს მიმართულება, ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი გარემო სახელმწიფოში, სადაც ყველას შეე...
1780606248
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი გაეროს რეზოლუციაზე: მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მინისტრი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელიც დ...
1780605319
საზოგადოებალევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამაპაპისეულ სახლებს
იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამაპაპისეულ სახლებს, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კო...
1780604154
საზოგადოებალევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ აშშ-ისთვის იყო მიუღებელი
ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც არ ჩაერთნენ დემოკრატიულ პროცესებში, უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე და ახლა უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ იმის იმედით, რომ იქნებ რაღაც მოიგონ ამ...
1780603612
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები
ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე...


























