ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები - ეს არის ელჩის თვითგანცხადებები, თუ ეს არის ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ

„გასული თვეების განმავლობაში დავინახეთ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია, არაერთი მანიპულაცია და მცდელობა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი დეზინფორმაციის კვალი დიდ ბრიტანეთამდე მიდის.

„ბოლო წერტილი იყო „ბიბისის“ სიუჟეტი, ე.წ. დოკუმენტური ფილმი, 5-6 დღიანი ჩვეულებრივი სიყალბე, იმდენად მდარე ტყუილი, რომ ყველა ჩვენგანს გაგვიჩნდა არაერთი კითხვის ნიშანი, რომ ეს ხომ არ არის ორკესტრირებული, ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. ამიტომაც ვთქვი, რომ ყველა მსხვილი, დეზინფორმაციული კამპანიის წყარო და საბოლოო კვალი ბოლო პერიოდში მიდიოდა ლონდონში. დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადიც ღიმილის მომგვრელია.

დიდ ბრიტანეთს დიდი ტრადიციები, დიდი კულტურა და დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ნამდვილად გასაკვირია ელჩის განცხადება. ასეთი სახელმწიფოსგან ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მოთხოვნა, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოსგან, რომ მაქსიმალურად დაიცვან დიპლომატიური ეტიკეტი, თავი შეიკავონ შიდა საქმეებში ჩარევისა და ასეთი ტყუილების გავრცელებისგან.

მთავარი არის ის, რომ არაერთი კითხვის ნიშანი, არაერთი კვალი დეზინფორმაციული ნარატივის ლონდონისკენ წავიდა და აუცილებელია დიდმა ბრიტანეთმა გააკეთოს მკაფიო განმარტებები - ეს არის ელჩის თვითგანცხადებები, თუ ეს არის ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა

მისივე თქმით, ყველა დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველო ყოველთვის სიმართლით უპასუხებს.

არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გამოაქვეყნა.

თუმცა, საელჩო არაფერს წერს იმაზე, რომ დიპლომატმა სტუდენტებთან შეხვედრაზე გაავრცელა ცალმხრივი ინფორმაცია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა და მოიტყუა, რომ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ანტიდემოკრატიული ზეწოლა არსებობს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი