ლევან მახაშვილი ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლზე: ეს ადამიანები ხავსს ეჭიდებიან, დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ, ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების გავრცელებულ ვიდეორგოლზე საუბრობს, რომელშიც „ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ“.
დეპუტატის შეფასებით ეს ადამიანები ცდილობენ, ამ ამბით ახალი სკანდალი შექმნან.
„ამ ადამიანებმა ამბავი მოიფიქრეს. სცადეს, ამ ამბავისგან შეექმნათ სკანდალი. მოიწვიეს მედიები, დახარჯეს უამრავი თანხა, მოაბილიზეს თავიანთი აქტივისტები, მაგრამ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, საბედნიეროდ, საგამოძიებო უწყებებმა ექვს დღეში გააცამტვერეს ეს ტყუილი და გამოიტანეს სააშკარაოზე. ახლა რასაც ცდილობენ, არის ის, რომ ეჭიდებიან ხავსს, ცდილობენ, ეს თემა ისევ გაასკანდალონ, დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1767978169
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული
1767977369
ახალი ამბებიგაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება
გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...
1767974772
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...
1767973321
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანი...
1767971808
მსოფლიოვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა
ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა...































