ზვიად ავალიანი ბრიტანეთის მიერ POSTV-ის დასანქცირებაზე: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად

ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება.

„მეგობრებო, როგორც იცით, დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მიზეზიც ხომ იცით? ჩვენ თურმე საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს და ვაცხადებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან კორუმპირებულია. დიახ, ნამდვილად ვამბობთ ამას და მომავალშიც ვიტყვით, იმიტომ, რომ მართლა ასეა, მაგრამ ამ პოსტში სხვა რამე მინდა ვთქვა.

მინდა, ბრიტანეთის მთავრობას ვურჩიო და მოვუწოდო, იყოს თანმიმდევრული და ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა დღევანდელ მსოფლიოში.

ასევე, მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი, რომელმაც სულ ახლახან ასევე ღიად განაცხადა, რომ უკრაინა ბევრად უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე თუნდაც რუსეთი.

დაბოლოს, მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად.

აბა, ასე რა გამოდის? ევროკომისიამ თუ თქვა, უკრაინა კორუმპირებულიაო, მართალია და ჩვენ თუ ვთქვით, მაშინ დეზინფორმაციაა?“, - წერს ზვიად ავალიანი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771947151

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ

„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობა...

მაკა ბოჭორიშვილი

1771945474

ახალი ამბები

ნიკოლოზ კახეთელიძე: არც ახლა და არც წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული ინიციატივა „სწორი“ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არ მოგვისმენია

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც თბილისის მუნიციპა...

ნიკოლოზ კახეთელიძე

1771944853

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ

„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობ...

მაკა ბოჭორიშვილი

1771944184

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: „იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა. ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხს ეხმიანება. გორდულაძე ამბობს, რომ დღეს უკვე ნათელია, რომ „იმედი“ გარ...

არჩილ გორდულაძე

1771943989

საზოგადოება

რევაზ კარანაძე ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ - ეს არის წმინდად პოლიტიკური შურისძიება

დასანქცირების ეს ნაბიჯი გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „ი...

რევაზ კარანაძე