შალვა პაპუაშვილი: დარჩა კიდევ კითხვები, ითხოვდნენ თუ არა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ესკალაციას? რომ ჩვენს ვითარებაში ნებისმიერი ესკალაცია პოტენციური ომია? - ახალ 25 თებერვალს ჩვენ არ დავუშვებთ


საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური, ხელშესახები რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა არა სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენა. ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა კი ამ რეალობის იგნორირებაზე მიუთითებს.

„კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან: „ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა ყველა პირდაპირი ფრენა რუსეთთან, შევზღუდეთ რუსი მოქალაქეების ევროკავშირში შემოსვლა, საკუთარი ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის გადახდის სანაცვლოდ შევამცირეთ რუსეთთან ვაჭრობა. ამ ფონზე საქართველო ფართოდ უხსნის კარს რუს ტურისტებსა და ბიზნესს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა იზრდება“.

კიდევ ერთხელ, მათთვის, ვინც რიყეზე ქვას ვერ ხედავს, ამ ყველაფრის შეზღუდვის ერთადერთი გზა საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაა.

დარჩა კიდევ კითხვები, ითხოვდნენ თუ არა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ესკალაციას? დარჩა კიდევ კითხვები, რომ ამას ჩვენი ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის მძიმე ფასი ექნებოდა? დარჩა ვინმეს ეჭვი, რომ ჩვენს ვითარებაში ნებისმიერი ესკალაცია პოტენციური ომია - ომი, რომელშიც მარტო მოგვიწევდა ბრძოლა?

დაბოლოს, დარჩა კიდევ კითხვები, რა არის ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივი კრიტიკის რეალური საფუძველი?

ოთხი წლის წინ საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნებს რომ დაჰყოლოდა, დღეს ვიქნებოდით ომის ნანგრევებში მყოფი, ეკონომიკურად განადგურებული, მგლოვიარე ერი - ქვეყანა, რომლის შესახებაც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ბევრი მაღალფარდოვანი განცხადება გაკეთდებოდა.

საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური, ხელშესახები რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალა.

ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა არა სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენა, სტაბილურობის შენარჩუნება და მოსახლეობის დაცვა.

ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა სწორედ ამ რეალობის იგნორირებაზე მიუთითებს.

საქართველოს სახელმწიფო ვერ ააშენებს საკუთარ მომავალს სხვისი გეოპოლიტიკური გათვლების იმედად. ახალ 25 თებერვალს ჩვენ არ დავუშვებთ“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771948232

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: ქეთევან ქარდავა ბოლო 6 წელი ხელმძღვანელობდა ქრონიკის ბიუროს ბრიუსელში, ანუ მისთვისაც არადემოკრატი მმართველი იყო ურსულა, კალასი, კუბილიუსი

ქეთევან ქარდავა რა უსირცხვილო დედაკაცია, რაღაც კატალოგი უნდა შეიქმნას: „რომელი ადამიანი არ უნდა იყიდო არასდროს“ და ეს ქარდავა პირველი უნდა იყოს მაგ კატალოგში, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილ...

შაკო კუჭაშვილი

1771948098

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ და ნაგავში გადავაგდებ - სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს

მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომ...

ლევან მახაშვილი:

1771947151

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ

„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობა...

მაკა ბოჭორიშვილი

1771945474

ახალი ამბები

ნიკოლოზ კახეთელიძე: არც ახლა და არც წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული ინიციატივა „სწორი“ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არ მოგვისმენია

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც თბილისის მუნიციპა...

ნიკოლოზ კახეთელიძე

1771944853

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ

„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობ...

მაკა ბოჭორიშვილი