ირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს

„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა დანაყოფი საკონსტიტუციო სასამართლოში უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ითხოვენ მათ გასამართლებას.

„ეს დღეებია საზოგადოება თვალყურს ადევნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილება სარჩელი რადიკალური ოპოზიციის, იგივე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. ამ ფონზე, კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა დანაყოფი უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ვითხოვთ მათ გასამართლებას. ასევე - ეს აგენტურა გვეუბნება, რომ ვერ გაიგეს, რომელი დანაშაული რომელ დანაყოფს მიემართება. დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ, გარკვევით, შევახსენო მათ თავიანთი დანაშაულების მცირე ნაწილი. ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა! ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა / ან არა... ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ მოღალატეობრივი ნაბიჯებით დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიები და შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, სადაც ომის გამჩაღებლად საქართველოა ჩაწერილი. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ და ტერიტორიების ჩაბარების შემდეგ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები - ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენებს გადაულოცეთ.

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია დააკანონეთ. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ადამიანები ქუჩაში მოკალით, დამიზნებით და სამაგალითოდ, შიშის დასათესად. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ, 13 წელია, არ აღიარებთ არც ერთი არჩევნების შედეგს და მუდმივად ეწევით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ამ დროის მანძილზე გქონდათ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მინიმუმ 6 მცდელობა! არ აღიარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ფეხქვეშ თელავთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არა თუ დანაშაულებრივ კავშირსა და კოალიციაში ხართ ერთმანეთთან, არამედ ხართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ძირს უთხრით საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ პატრონებს, მოქმედებთ მათი დავალებების შესაბამისად და საქართველოს ინტერესები თქვენთვის არათუ მეორე ან მესამე ხარისხოვანია, არამედ ეროვნული ინტერესი - ეს ცნება! თქვენთვის უბრალოდ არ არსებობს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ საბოტაჟირებთ საქართველოს ევროპულ მომავალს, დადიხართ ბრიუსელის დერეფნებში და პატრონებს ცალ ფეხზე მდგომი მონური სულისკვეთებით ევედრებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია დაპაუზდეს - შემდეგ კი ამ ყველაფერს პოლიტიკურ დისკურსში იყენებთ. გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793088014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...

ლევან მახაშვილი

1793087116

ახალი ამბები

პრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...

პრემიერი

1793086893

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი

„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრად...

მარიამ ქვრივიშვილი

1793086157

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში

„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელო...

თორნიკე ჭეიშვილი

1793085957

ახალი ამბები

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...

გიორგი კახიანი