ლევან მახაშვილი: საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან, რასაც გასული ათწლეულების საერთაშორისო ურთიერთობები ეფუძნებოდა. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ამ რღვევისა და მოშლის ერთ-ერთი კარგი გამოვლინებაა

 ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგის რღვევის ნათელი მაგალითია.

„გასული წლების განმავლობაში ფაქტობრივად საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან, რასაც გასული ათწლეულების საერთაშორისო ურთიერთობები ეფუძნებოდა. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ამ რღვევისა და მოშლის ერთ-ერთი კარგი გამოვლინებაა. ბევრს შეიძლება ჰქონდეს ცალკეული ნაბიჯების გადადგმის ცდუნება, მაგრამ მთავარი ორიენტირი, რაც ნებისმიერ პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, არის საკუთარი ეროვნული ინტერესები და მხოლოდ ამ ეროვნული ინტერესებით მოქმედებით შევძლებთ ამ პროცესების გადალახვას ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ მივიღოთ“, - მიიჩნევს მახაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767794745

მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი: გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება

 გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. როგორც კუბილიუსი აცხადებს, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე...

ანდრიუს კუბილიუს

1767793452

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო

 ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედ...

თამთა სოფრომაძე

1767792706

საზოგადოება

თამთა სოფრომაძე: ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა

 2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურა...

თამთა სოფრომაძე

1767790070

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესას...

შალვა პაპუაშვილი

1767788331

მსოფლიო

ABC News: ტრამპი ვენესუელისგან რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეუთვალა, რომ რეჟიმმა თეთრი სახლის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, სანამ მას ნავთობის მოპოვების გაზრდის საშუა...

დონალდ ტრამპი