ზარქუა: როგორც ირკვევა, მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს - მიზანია, ტელევიზიიდან შეუტიონ ჩვენს საზოგადოებას, ამიტომ იყო პირველი თემა პატრიარქის გინება და სინოდის შეურაცხყოფა
მმართველი გუნდი უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.
საპარლამენტო უმრავლესობა აქცენტს აკეთებს პოლონეთის დაფინანსებით შექმნილ ახალ საინფორმაციო რესურსზე „VT SAKARTVELO-ზე“, რომელიც პოლონეთში ამოქმედდა და რომლის პირველივე გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდშიც, მათი თქმით, მოწვეულმა სტუმარმა ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები გააკეთა.
„ეს არის ამათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ ტელევიზიიდან შეუტიონ, რადიკალიზაცია მოახდინონ ჩვენი საზოგადოების. პირველი თემა რა იყო? - პატრიარქის გინება, სინოდის შეურაცხყოფა, ამისთვის იყენებენ. ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებასაც, ისიც პოლონელია.
ახლა საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა, როგორც ირკვევა, პოლონეთმა უნდა გასწიოს, დანარჩენები ჩაფლავდნენ, ვნახოთ, აბა, პოლონეთი რას იზამს. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და იცლი, დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით, ეს ხომ ნონსენსია?!“ - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
1777535986
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცე...
1777535920
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რას ებრძვიან, ებრძვიან, პირველ რიგში, ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ, მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-...
1777535764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...
1777535231
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...
1777535022
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი
დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა...































