შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი.
„ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი პატივი.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს - გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს, პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით, და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა.
ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული - ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება, რწმენა, რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხედროების ოჯახებს. თქვენი სიმტკიცე და მხარდაჭერა არის ის უხილავი საყრდენი, რომელზეც დგას ჩვენი არმია.
დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გვავალდებულებს, ვიყოთ ღირსეული, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე.
თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია.
ჩვენი ვალია, ეს ბრძოლა იყოს გააზრებული, ერთიანი და შეუვალი.
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დიდება ქართველ მებრძოლებს!
დიდება საქართველოს!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1777535920
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რას ებრძვიან, ებრძვიან, პირველ რიგში, ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ, მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-...
1777535764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...
1777535231
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...
1777535022
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი
დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა...
1777534880
ახალი ამბებიცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და ს...































