ზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ
„რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ოპოზიციამ დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოყარეს, რათა არ ენახათ, რაც ხდებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებს სალაპარაკო არაფერი აქვთ.
„რადიკალებისთვის მორიგი ტრანში ჩამოვიდა და ამ უსამშობლოებს გაერთიანება დაავალეს, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, - ახალი სახეები ვართო, არადა, იქ არის „ჩახდილი“ ჯაფარიძე, ბოკერია, სააკაშვილი. წინასაარჩევნოდ ამას „გვტენიდნენ“, მაგრამ ახლა ახალი დაფინანსება მოუვიდათ, გააერთიანეს და სკამებს ვერ იყოფენ. მათ შორის აღზევებაა „კარენოი“და „ნეონაცების“ გაერთიანების. ლიდერად ლუზერი ბელადი არ უნდათ, გიჟს ეძახიან, ალბათ – სამართლიანადაც.
ახლა „ჩერგოს“ უნდა, პირველი იყოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოკერიას მეუღლეა, რომელიც ტირანიისა და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. გრანტი აიღეს და როგორ უნდა „გააპრავონ“? ამიტომ რეგიონებში გასვლა მოიგონეს. რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს.
ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა. ვის ატყუებენ? - სწორია, უნდა დაიმალონ. სალაპარაკო არაფერი აქვთ. ბოკერიასგან, გვარამიასგან ქვეყნის სასარგებლო რა უნდა მოისმინო? ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ამით ვერთობით. სერიოზულად რა გიპასუხოთ?“ - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.
1777537469
ახალი ამბები2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიურ...
1777537196
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
„თაგვმა („ფორმულა“) თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილ...
1777536788
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...
1777535986
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცე...
1777535920
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რას ებრძვიან, ებრძვიან, პირველ რიგში, ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ, მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-...































