დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს

„თაგვმა („ფორმულა“) თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე, მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.

ქართველიშვილის თქმით, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების რეალური გადატვირთვა იწყება.

„თაგვმა („ფორმულა“) თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა. იყო მოლოდინი „დემოკრატიის უკუსვლაზე“, „მედია შეზღუდვებზე“, „პოლიტპატიმრებსა“ და „არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე“, თუმცა 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთდა „კონსტრუქციულ ურთიერთობებზე“.

ვაშინგტონი გადადის საჯარო ზეწოლის რიტორიკიდან პრაქტიკული თანამშრომლობის ენაზე, ხოლო დიპლომატიაში ეს ნიშნავს მზადყოფნას რეალური მუშაობისთვის. თუ ამ სიგნალს დინამიკაში შევაფასებთ, ის უკვე შეიძლება აღქმული იყოს როგორც ფრთხილი ნაბიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენისკენ, სადაც პრაგმატიზმი თანდათან აჭარბებს იდეოლოგიურ უთანხმოებებს. ასევე,  გაისმა ფორმულირება „კონკრეტული ნაბიჯები“, რაც მიუთითებს საგნობრივ დღის წესრიგზე გადასვლას: საუბარია არა დეკლარაციებზე, არამედ პოტენციურ შეთანხმებებზე, რომელთაც გაზომვადი შედეგები ექნება. სწორედ ამ ლოგიკით იწყება ურთიერთობებში რეალური გადატვირთვა, არა ხმამაღალი პოლიტიკური ჟესტებით, არამედ თანმიმდევრული, ორმხრივი ვალდებულებების დაგროვებით.

ამ კონტექსტში საქართველო იღებს მანევრირების შესაძლებლობას: მისი ტრანზიტული პოტენციალი, ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული სტაბილურობის როლი იქცევა არგუმენტად აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. საბოლოოდ, ეს სიგნალი ჯდება გლობალური პოლიტიკის უფრო ფართო ტრენდში - პრაგმატიზმისკენ გადაადგილებაში.

კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით, და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს.

თუ მიმდინარე ხაზი გაგრძელდება, რეალურად შეიძლება დავინახოთ ურთიერთობების ეტაპობრივი „რესტარტი“ - არა დეკლარაციული, არამედ ფუნქციური, სადაც სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება კონკრეტული პროექტების, ინტერესებისა და ურთიერთსარგებლის საფუძველზე“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777535920

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რას ებრძვიან, ებრძვიან, პირველ რიგში, ავტორიტეტებს

ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ, მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-...

ირაკლი კირცხალია

1777535764

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...

ირაკლი კობახიძე

1777535231

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს

კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...

გურამ მაჭარაშვილი

1777535022

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი

დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა...

მიხეილ ყაველაშვილ

1777534880

ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და ს...

ცესკოს ხელმძღვანელობა