„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან - მათ მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ და ფასდათმობა, გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას
„ყველაზე აქტიურად დგას „ქეშბექების“ საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში, ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან“, - განაცხადა „უნივერსამის“ დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე. მისი განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას, შესაბამისად, საბოლოოდ, დიდ ქსელებს ეძლევა საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას.
„კონკრეტულად ეს „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან - მე არ მინდა, ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ, მათ მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ და ყველა ფასდათმობა, თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას. თუ რომელიმე დისტრიბუცია რაღაც ფასს ან რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამას ტყუილად არ იძლევა - ამ „ქეშბექის“ უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს ქსელებს, განსაკუთრებით - დიდ ქსელებს, აძლევს საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოსთხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
მან ასევე განმარტა, რომ კომპანიებს არ სურთ, დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები, სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომაც ისინი ამჯობინებენ „ქეშბექის“ სქემას, ვინაიდან, ეს იძლება საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.
„ჩემი შეხედულებით, „ქეშბექი“, ეს არის შეფარული ფასდაკლება და რას გულისხმობს ეს კონკრეტულად: კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომელსაც ჩვენ დისტრიბურორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელებისთვის, ამიტომ, „ქეშბექის“ ჭრილი ბუნდოვანია, ამას ვერ იგებს ადამიანი, რომელიც შედის rs.ge-ზე, ანუ, კომერციული პირობა უცნობია და ეს არის მათივე შემოთავაზებული სქემა, თორემ, ჩემთვის მაგალითად, სულ ერთია, „ქეშბექს“ მოვთხოვ თუ ფასდაკლებას“, - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.
1773224850
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ“, - განაცხად...
1773222343
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო
ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ვიზიტი შარშან უნდა განხორციელებულიყო და მაშინ, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს...
1773220112
ახალი ამბებისაქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა
მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების...
1773219166
ახალი ამბებიშარმანაშვილი: 9 მილიონის პიჯაკი, დარწმუნებული ვარ, შეიძლება ბილ გეიტს არ ჰქონდეს, არათუ ვინმე სხვას... ასე რომ, „პიჯაკების საქმე“ არის ამ საქმის გასაბაიბურებლად მოგონილი ტერმინი
მმართველ გუნდში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილ...
1773218769
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე - მარტა კოსი მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მისი მიზანია ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მარიონეტული რეჟიმის დაბრუნება
„მარტა კოსი იმ ბიუროკრატიას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისგან და ინტერესების მქონე ძალის მიერ არის მართული“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა...































