3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დაასრულა.
სწავლების ცენტრის ტრენერებმა, სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 სატრენინგო სესია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ N25 წალკისა და N53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხუთ ეტაპად გაიარეს სწავლება ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით.
N18 ახმეტის, N24 დმანისისა და N25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე სამი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კი ტრენინგები ოთხ ეტაპად, ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცედურებზე ჩატარდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრატორების როლსა და პასუხისმგებლობას ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენის, ხმის მიცემის ფარულობის, დაკვირვების ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
სწავლება პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავდა. ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ამომრჩევლებთან კომუნიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ასევე განახორციელა წალკის, ვანის, ახმეტის და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობებისთვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების საკითხები, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები.
ამასთან, 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ და სწავლების ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსებიც მოამზადა. რესურსები მოიცავს ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებებისა და ვალდებულებების, ეთიკის სტანდარტებისა და საქმიანობის პრაქტიკული საკითხების შესახებ.
საინფორმაციო-სასწავლო რესურსები ხელს უწყობს კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერას და ამომრჩეველზე ორიენტირებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.
1790677737
ახალი ამბებიპარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა. შესა...
1790676308
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა, რამდენიმე შეგახსენოთ, - ამ...
1790675351
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად
„კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობდა ჩაეხრჩო საქართველოში პარალიმპიური სპორტი და წაერთმია პარალიმპიური კომიტეტი. მაშინ სასამართლოებზე უფრო მეტი დროის გატარება გვიწევდა...
1790674425
ახალი ამბებილიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება - საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისე...
1790673627
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემ...




























