ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა და მას ბრალი დასდო ამერიკელებისთვის სიმართლის დამალვაში როგორც ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ისე სპარსეთის ყურიდან ენერგორესურსების მიწოდების ირანული ბლოკადის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„მტერმა [აშშ-მა] იცის, რომ ირანი ბირთვული იარაღისკენ არ ისწრაფვის. ირანთან დაკავშირებით მათი პრობლემა არა ქვეყნის ბირთვული პროგრამა, არამედ მისი მასშტაბურობაა, რომლის განადგურებაც სურთ“, - განაცხადა ჰოსეინ მოჰებიმ.

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის მტკიცება, თითქოს ირანმა ჰორმუზის სრუტეზე გავლენის უდიდესი ნაწილი დაკარგა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ყურიდან ნავთობის გადამზიდავი ზოგიერთი ტანკერის დაცვა შეძლეს.

„ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა შესაძლოა, დიდი დანახარჯების, სერიოზული სირთულეებისა და მაღალი რისკის ფასად მოახერხონ მცირე ზომის გემის გატარება ჰორმუზის სრუტეში სიბნელის საფარქვეშ, ვთქვათ, 100, ან 200 ბარელი ნავთობის გასატანად, არ ნიშნავს, რომ სრუტე ღიაა“, - განაცხადა მოჰებიმ.

Kpler-ის მონაცემებით, სექტემბერში ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტი აღდგა და მოსალოდნელია, რომ დღეში თითქმის 10 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ომამდელი მოცულობის დაახლოებით ნახევარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790680929

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა

„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის...

გიორგი კახიანი

1790679870

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

„დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახ...

ლევან მაჭავარიანი

1790677828

საზოგადოება

გიორგი გაბუნია „ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს ძალა, საზოგადოების თვალში, არის გაკოტრებული და დამთავრებული - ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას უპრეცედენტო ნდობა აქვს“

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანამატებს, რომლებიც მუდმივად ფინანსდებიან და გარედან მხარდაჭერილები არიან, აქვთ ერთადერთი დავალება - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტ...

გიორგი გაბუნია

1790677737

ახალი ამბები

პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა. შესა...

 ქეთევან ხუროძი

1790676308

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა, რამდენიმე შეგახსენოთ, - ამ...

ლევან მაჭავარიანი