ლევან ნიკოლეიშვილი: იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი - სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში“.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.
„განა რამე განსაკუთრებული ხდება, მაგრამ როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.
ბატონი მედისონი მკაცრ და სისტემურ კრიტიკას უპირისპირებს როგორც ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს, ისე მედიასივრცეში დამკვიდრებულ დომინანტურ ნარატივს. მისი შეფასებით, ALDE არ წარმოადგენს პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესების დამცველ პოლიტიკურ ჯგუფს; იგი ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი - სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.
ამასთან, მედისონი სვამს ფუნდამენტურ კითხვას მედიის როლთან დაკავშირებით: რამდენად შესაძლებელია ჟურნალისტური ნეიტრალიტეტი გარემოში, სადაც პოლიტიკური სიმპათიები აღარ იმალება და ხშირად ღიად დემონსტრირდება? როგორ შეიძლება პროფესიულ ეთიკაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ სრულიად სერიოზულად „ულტრამემარჯვენე“ იარლიყი მიაკრას პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს? ეს უკვე აღარ არის განსხვავებული მოსაზრებების საკითხი, ეს არის დემოკრატიული ლეგიტიმაციის გაუფასურების, მედიის პასუხისმგებლობის ეროზიისა და პოლიტიკური რეალობის მიზანმიმართული დეფორმაციის პრობლემა“, - წერს ნიკოლეიშვილი.
1768067557
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში
შვედ-ბრიტანელი სტრატეგი და ეკონომისტი მარკ ბროლინი ევროკავშირის ინსტიტუციური დაშლის თვალსაჩინო კრიტიკოსია. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ევროპის ამჟამინდელი დაცემა არ არის გლობალური ცვლილებებით...
1768064430
მსოფლიოილონ მასკი გავრცელებულ ცნობაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ონლაინ კომენტარების გამო დაკავებების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა: რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი X-ზე მომხმარებლის ტვიტს აზიარებს და ბრიტანეთის მთავრობას ფაშისტურს უწოდებს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია, რომ...
1768062010
ახალი ამბებიდავით კაჭარავა ახალ მწვრთნელზე: მთავარი მოთხოვნა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა, პიერ-ანრი ბრონკანი ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალი მწვრთნელების - ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება. „ვულოცავ პიერ-ა...
1768058013
ახალი ამბებიყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ი...
1768054580
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი - ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბ...































