პროკურატურა: „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას. აღნიშნულის გამო დაპირისპირებულმა მხარეებმა „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი ჩართულობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და „ქურდული გარჩევა“ განხორციელდა.
„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ვინაიდან „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები“ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, „ქურდული სამყაროს“ წევრმა „ქურდული გარჩევა“ მოაწყო და სცემა ისინი. აღნიშნულის გამო „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერებმა“ სოციალური ქსელის გამოყენებით დასახმარებლად მიმართეს „კანონიერ ქურდს“, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეები დაიბარა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც შედგა ქურდული შეკრება და ქურდული გარჩევა.
ასევე, „კანონიერი ქურდის“ ძმამ ქუთაისში დაიბარა და ანგარიშსწორება მოუწყო ერთ-ერთ „ქურდული სამყაროს წარმომადგენელს“, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს შეურაცხყოფილად თვლიდა, მან დასახმარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად „ქურდული სამყაროს“ სხვა აქტიურ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, უამბო დაპირისპირების მოტივები და დეტალები, რომელმაც თავის მხრივ სოციალური ქსელის საშუალებით საქმის კურსში ჩააყენა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „კანონიერი ქურდი“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად „კანონიერ ქურდს“ 10 წლით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე შვიდ ბრალდებულს 8-8 წლით, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრზე მიმართვის“ ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1788771628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სტრასბურგის მიერ დადასტურებულია, რომ „ნაცმოძრაობას“ მწამებლური სისტემა ჰქონდა შექმნილი, ამ სისტემის წარმომადგენლები ახლა ადამიანების უფლებებზე საუბრობენ
„ნაციონალური მოძრაობა“ როცა გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს და ტრაგედიებით სპეკულირებს, ეს აჩვენებს, რომ „ნაცობა“ ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობაა. როგორც სვავი ვერ გადაეჩვება სისხლის სმას, ასე „...
1788769665
ახალი ამბებითბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს
თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიაზე განაცხადა. კალაძის თქმით,...
1788769575
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე
გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1788768863
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე
„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალ...
1788768678
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური
ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კით...































