ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, თავის დროზე, საქართველო საკუთარი პირად ეგოებს და ინტერესებს გადააყოლეს

„რასაც ოპოზიციურ ფლანგზე ვაკვირდებით, არის მხილებასავით. გადის დღეები და შიგნით რა დინებებიც იყო, რა ცოდვებიც ჰქონდათ, სააშკარაოზე გამოაქვთ“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ეგოებისთვის, სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

„წითლიძემ გვარამიაზე რა თქვა ახალი? ის ნამდვილად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მედიამაგნატი, ჯერ „რუსთავი2“-ში, შემდეგ „მთავარში“. აქ არაფერი ახალი არ არის. ეგოებისთვის ბრძოლა, სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ვიტყოდი, მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებისთვის ბრძოლა - ვინ უფრო მეტ ფულს მოიხვეჭს კოლექტიური „ნაციონალურ მოძრაობის“ ფლანგზე.

დიდი ალბათობით, ამ ტიპის უფრო მეტ პიროვნულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ასე იყო, ასე მართავდნენ ქვეყანასაც. არაფერი ახალი, უცნაური, გასაკვირი არ ხდება. ამავე სტილში იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ამავე სტილით მართავდნენ ქვეყანას. თავის დროზე, საქართველო საკუთარი პირად ინტერესებს და ეგოებს გადააყოლეს. ახლაც იგივე ხდება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788769575

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე

გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

ირაკლი კობახიძე

1788768863

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალ...

ირაკლი კობახიძე

1788768678

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური

ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კით...

ირაკლი კობახიძე

1788767707

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი

„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, -...

მარიამ ქვრივიშვილ

1788766894

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს

„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახ...

მარიამ ქვრივიშვილი