ლიპარტელიანი სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: მათი საქციელი სამარცხვინოა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე
მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსმენების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
ლიპარტელიანის თქმით, ეს აჩვენებს მათ სახეს, თუ რა დონის ფსკერზე არიან დაცემულები.
„პირველ რიგში, ყველა მედალოსანს მივულოცავდი ისტორიულ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე. უპრეცედენტო რაოდენობის ოქროს მედლები ავიღეთ.
რაც შეეხება რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებას, ვფიქრობ მათი საქციელი სამარცხვინოა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის წარმატება, ასეთი რანგის ტურნირზე ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, უწმაწურ სიტყვებს იყენებდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ აყენებს ზიანს. რეალურად, აჩვენებს მათ სახეს, თუ რა დონის ფსკერზე არიან დაცემულები“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.
1776689726
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნურავინ ეცდება რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლას. გიორგი კახიანმა უპასუხა შეკითხვას გავ...
1776689247
ახალი ამბებიბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - არის მსხვერპლი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. არსებული ცნობით, მანქანა ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. შემთხვევ...
1776687367
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...
1776686508
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმ...
1776685245
ახალი ამბებიგეკა გელაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირ...































