ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს

„პატივცემულო დელეგატებო, მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების სახელით. ჩვენს ენაში სიტყვა- ახალგაზრდა შედგება ორი ფუძისგან: ახალი და ზრდა. დღეს საქართველოში ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც ეს ზრდა შემთხვევითობაზე არ იქნება მინდობილი, არამედ საერთო პასუხისმგებლობითა და კეთილდღეობის მკაფიო ხედვით იქნება წარმართული“, - განაცხადა ანამარია ქუთათელაძემ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ქუთათელაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი, მიგრაციითა და იძულებით გადაადგილებით დაზარალებულებს, უნდა ჰქონდეთ საკუთარი ხმა ქვეყნის განვითარებაში. იგი მის პირად გამოცდილებასაც აზიარებს და ამბობს, რომ ის მათ შორის, წარმოადგენს იმ თაობასაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში გაიფანტნენ.

გამომსვლელი ხაზს უსვამს, რომ საქართველო უახლოვდება საერთაშორისო მიდგომებს, სადაც ახალგაზრდების განათლება და კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა.

„მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ახალგაზრდების სახელით, არამედ იმ თაობების სახელითაც, რომლებიც მიგრაციამ და იძულებითმა გადაადგილებამ გაფანტა. მეც მცირე ასაკში დავტოვე საქართველო და ვარ იძულებით გადაადგილებული დედის შვილი. ეს გზა აყალიბებს ჩვენს იდენტობასა და კუთვნილების განცდას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს მიმართ, რათა დავაბრუნოთ ცოდნა, გამოცდილება და ავაშენოთ მომავალი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკა რთულ გარემოში ვითარდება, რომელსაც ახასიათებს დემოკრატიული გარდაქმნები, ოკუპაცია, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები და ციფრული ჩართულობის აუცილებლობა. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.

საქართველო ასევე ერთვება საერთაშორისო დისკუსიებში განათლების სფეროში კეთილდღეობის საკითხებზე. ამ მიმართულების ვაღრმავებთ ჩვენს გაგებას, ახალგაზრდებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩარჩოს მხარდაჭერით და მზად ვართ, რომ ჩვენი ხედვები და მოსაზრებები მსოფლიოს გავუზიაროთ. თუმცა, მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, ეს გაგება კიდევ უფრო ჰოლისტური უნდა გახდეს- დაფუძნებული აკადემიურ კვლევებზე და ახალგაზრდების ხმით ჩამოყალიბებული. არსებულ პროგრამებზე დაყრდნობით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდების მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი საჭიროებების კომპლექსურად დაკმაყოფილებას.

ახალგაზრდებიც თავად პასუხობენ ამ გამოწვევებს. ისინი ისეთ ინიციატივებს ქმნიან, რომლებიც კეთილდღეობას უწყობს ხელს. ეს ძირეული ძალისხმევა იზოლირებული არ არის, არამედ ახალგაზრდული გამძლეობის ფართო სისტემის ნაწილია. ძალისხმევა თვალსაჩინოა, პროგრესი აშკარაა, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ კიდევ არ არის. მეტის გაკეთება არის შესაძლებელი და უკვე კეთდება კიდეც. ჩვენი ახალი ზრდის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ მიზანი კი აღარ იყოს, არამედ გახდეს ყოველდღიურად განცდილი ცხოვრების ნაწილი, რომელსაც ადამიანები რეალურად გრძნობენ“ - განაცხადა ანამარია ქუთათელაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776690801

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ბიზნესი

1776689726

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნურავინ ეცდება რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლას. გიორგი კახიანმა უპასუხა შეკითხვას გავ...

გიორგი კახიანი

1776689247

ახალი ამბები

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - არის მსხვერპლი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. არსებული ცნობით, მანქანა ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. შემთხვევ...

პოლიცია, ლენტი

1776687367

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...

ლევან მაჭავარიანი

1776686508

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმ...

 ირაკლი კობახიძე