დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული
ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე.
დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია „პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.
„რა, რა და მამებზე საუბარს მართლაც ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს. ლევან, შენ რომ დისკუსია მამაშენთან მართლაც გაგემართა, ალბათ იმ „მილიონზე“ უნდა დაგეწყო საუბარი, მამას ასე თავდაჯერებულად რომ ჰქონდა დაანგარიშებული პოლიტიკურ ბენეფიტებსა და ღირსებას შორის. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენს შორის დისკუსიას დესერტად „პოლიტიკური მიმცემლობის“ მასტერკლასი მოჰყვება ხოლმე. ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული. ჰოდა დისკუსიაში იქნებ ის ჭეშმარიტებაც აღმოაჩინო, რომ მამაშენის გუშინდელი მტერი მისი დღევანდელი მოკავშირეა და ამ “მიმცემლობით” განოყიერებულ ნიადაგზე დგახარ - სპიკერის რანგში :)) და ეს ის მცირე კომპენსაციაა, რაც მამიკოს ამაო ბრძოლისა და საბოლოო მორჩილების სანაცვლოდ მიიღე - გახსოვდეს ეს. ჰოდა ბოლოს, პირველ რიგში საკუთარ მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად,”- წერს დათა გვასალია.
1776692201
ახალი ამბებიმაჭავარიანი დებატების შესახებ: წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი
„წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2-ის“ ეთერ...
1776690801
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1776689726
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნურავინ ეცდება რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლას. გიორგი კახიანმა უპასუხა შეკითხვას გავ...
1776689247
ახალი ამბებიბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - არის მსხვერპლი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. არსებული ცნობით, მანქანა ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. შემთხვევ...
1776687367
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...































