ტრამპის განცხადებით, ვენსი, უიტკოფი და კუშნერი ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანთან შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ისლამაბადში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა უარყო ირანის განცხადებები, რომ პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში თეირანი მონაწილეობას არ მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ს განუცხადა, რომ მზად იქნება, შეხვდეს ირანის მაღალჩინოსნებს, თუ გარღვევა მოხდება.

„ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს. ამიტომ ვივარაუდებ, რომ ამ ეტაპზე არავინ თამაშობს თამაშებს. ისინი ახლა მიემართებიან, დღეს ღამით იქ იქნებიან“, – აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების ცენტრში ერთი შეუცვლელი მოთხოვნაა - ირანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერი მცდელობა.

„მოვაშოროთ მათი ბირთვული იარაღი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. ბირთვული იარაღი აღარ იარსებებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ირანს აქვს აყვავების პოტენციალი, თუ ის მოთხოვნებს შეასრულებს.

პაკისტანში მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაიმართოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776692201

ახალი ამბები

მაჭავარიანი დებატების შესახებ: წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი

„წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2-ის“ ეთერ...

ლევან მაჭავარიანი

1776690801

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ბიზნესი

1776689726

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნურავინ ეცდება რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლას. გიორგი კახიანმა უპასუხა შეკითხვას გავ...

გიორგი კახიანი

1776689247

ახალი ამბები

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - არის მსხვერპლი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. არსებული ცნობით, მანქანა ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. შემთხვევ...

პოლიცია, ლენტი

1776687367

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...

ლევან მაჭავარიანი