დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ავტორი არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირი

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან არაერთი არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან, პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შეფასებისას.

დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რაზეც მეტყველებს მისი ავტორის წარმომავლობა და კავშირები პოლონეთის მთავრობასთან, რომელიც საქართველოს მიმართ, ბოლო პერიოდში, არამეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს.

„ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი პატრიცია გჟებიკი, რომელიც არის მთავარი ავტორი ამ რეკომენდაციების მსგავსი შინაარსით ფორმულირების, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული, უშუალოდ საგარეო მიმართულებებით მომუშავე პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა იმაზე, რომ ექსპერტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყოფნისას შეძლო 200 გვერდიანი რეკომენდაციების შემოთავაზება.

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმი შექმნა. ეს რეჟიმი საზოგადოებამ ჩამოიცილა. მაგრამ, სააკაშვილი პოლონეთის ხელისუფლებას, რატომღაც, ძალიან უყვარს.

ამ ქრონოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ისიც, როდესაც პოლონელი ექსპერტი „ვივამედიდან“ წინდებით ეზიდებოდა ბიოლოგიურ მასალას, რათა დაემტკიცებინა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, რაც რეალურად არ არსებობდა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773477933

ახალი ამბები

მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ

ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას. მისი თქმით...

ლევან მაჭავარიანი

1773476194

ახალი ამბები

მცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა....

დაკავება, პოლიცია

1773474189

მსოფლიო

ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, საელჩოს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც...

 სარაკეტო იერიში

1773470835

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს. სამინის...

დაკავებადაკავება

1773470747

ახალი ამბები

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამ...

პროკურატურა