„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება - გორში რიგით მე-6 კონფერენცია გაიმართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება.
რიგით მეექვსე კონფერენცია გორში, შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის სხვა წევრებმა შიდა ქართლის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სტუდენტებთან მუდმივი და ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.
შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სოციალურ პროგრამებზე.
ასევე, საუბარი შეეხო დასაქმებისა და განათლების როლს, როგორც იმ მთავარ ფაქტორს, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.
„წინა შეხვედრას თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო, საკმაოდ გაიხსნა დისკუსია, ყველა შეხვედრის მერე ახალგაზრდების აქტიურობა, მათი ჩართულობა იმატებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის იქნება ძალიან კარგი და საინტერესო“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის მარიამ გრიგოლიშვილის თქმით, ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად იციან რეგიონის საჭიროებები.
„გამოიკვეთა ახალგაზრდების ის ძირითადი საჭიროება, რაც გახლავთ უფრო მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა მუნიციპალიტეტებში, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიკრიბონ და მათი იდეები ერთმანეთში გაცვალონ.
ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად ვიცით ჩვენი რეგიონის საჭიროებები. ჩვენი გუნდის მთავარი ვალი და პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული მათი ხმა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მათი მუნიციპალიტეტების განვითარების გზაზე“, - აღნიშნა მარიამ გრიგოლიშვილმა.
„წინა შეხვედრებმა დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ღია კომუნიკაცია, მათი შეხედულებების, აზრების მოსმენა და სწორედ ამიტომ, თითოეულ ახალ რეგიონში მივდივართ მეტი შემართებით, დიდი მოლოდინებით და ამავდროულად, მეტი ენთუზიაზმით. გვჯერა, სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო.
შიდა ქართლის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.
ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათ რეგიონში იმართება და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში ხვდებიან.
1778926306
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ყველა შეხვედრის მერე ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა იმატებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის იქნება კარგი და საინტერესო
„ვისაუბრებთ ყველა იმ თემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. ვისაუბრებთ პრობლემებზე, გაკეთებულ საქმეებზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა გამოგვივა“, - ამის შესახებ „ქართულ...
1778924691
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია, როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი
„ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი“, - ამის...
1778922804
ახალი ამბები17 მაისს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი
17 მაისს საქართველოში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში დაახლოებით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰაერის...
1778920353
ახალი ამბებითეონა აქუბარდია ოპოზიციაზე: ყველა დიდ ქაქში ვართ
„ყველა დიდ ქაქში ვართ“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია, რითაც აფასებს ოპოზიციის მდგომარეობას. მისი განცხადებით, შეცდომები ოპოზიციას არასდროს გაუანალიზებია და არც ახლა გააკეთებს ამას, თ...
1778919340
ახალი ამბებიცესკო იმერეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა...































