მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
მარიამ ლაშხმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების გამართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
„ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს პროექტებში ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ და აღნიშნულ თემებზე ახალ ინიციატივებს ქმნიან.
როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც დემოგრაფიულ გამოწვევებზე და ოჯახის გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.
„სულ მალე წარვადგენთ პირველად რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართული იქნება ოჯახის ხელშეწყობისკენ, ასევე სახელმწიფო პროგრამების გადახალისებისა და გაუმჯობესებისკენ. ჩვენს ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი ახალგაზრდობა, ძლიერი ოჯახები და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით სისტემური პოლიტიკა არსებობდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ლაშხმა პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და დიასპორის წარმომადგენელებს მადლობის სიგელები გადასცა.
1781364213
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები
„სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...
1781362508
ახალი ამბებისტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...
1781359489
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს
ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...
1781356869
სპორტიაშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...
1781354620
მსოფლიოირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...






























