ნინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მავნებლური ტაქტიკა არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ახორციელებენ და ტაქტიკა ასეთია - დააზიანონ და ჩამოაქციონ ქართული ეკონომიკა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ საერთაშორისო დონეზე შელახონ საქართველოს იმიჯი და უცხოელ ინვესტორებსა თუ ტურისტებს აჩვენონ, რომ ქვეყანა უსაფრთხო არ არის. მისივე თქმით, ანაკლიისა და ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მიმართული ანტი-კამპანია, საქართველოს SWIFT-დან გათიშვის, ქართული ბანკების დასანქცირებისა და რუსეთისათვის სანქციების დაწესების მოთხოვნა მიმართული იყო დივერსიისა და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლისაკენ.
ნინო წილოსანის ინფორმაციით, ოპონენტების მხრიდან „იგლ ჰილსის“ ექვს ნახევარ მილიარდიან ინვესტიციაზე არასწორი შეფასებები კეთდება.
„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე შემოსულა, რომელსაც რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილის მოტანა შეუძლია. „ქართულ ოცნებას“ ხშირად უპირობო ნდობაც კი აქვს ქართველი ხალხის მხრიდან და ეს ნდობა გამოიხატება არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისას, როგორიც არის „იგლ ჰილსი“, ანაკლიის პროექტი და კიდევ მომავალი პროექტები, რომელსაც „ქართული ოცნება“ განახორციელებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1762862134
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას
„ჩემი კოლეგის მიერ რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ...
1762861258
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მსოფლიოში უკვე ყველას თვალი აქვს ახელილი, თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში და თუ როგორ გამოიყენეს ის პროქსიომისთვის, დასავლეთს და რუსეთს შორის, სატელიტ ქვეყნად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთს და რუსეთს შორის ბრძოლა, რომელშიც გამოყენებულია უკრაინა....
1762858795
ახალი ამბებიმაჭავარიანი გახარიას პარტიას: დემოკრატიაზე უკუსვლაზე როდესაც საუბრობთ, მოინიშნეთ თუ შეიძლება ბატონი გიორგი და იქნებ შედეგ შეხვედრაზე გვითხრათ - როდიდან დაიწყო საქართველოში დემოკრატის უკუსვლა?!
„ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, ბატონი გივი გააკრიტიკოთ. მაგრამ ყველაზე სამწუხარო...
1762857250
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ უნდა იქცეს ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად
„დღეს, როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომლებიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნიან. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიულ...
1762856894
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ძალიან დიდი ნებისყოფა გვმართებს, რადგან ახლა ყველა გზა მოჭრილია და გვაქვს მხოლოდ ორი ვარიანტი - ან ვბრუნდებით ისევ აგენტოკრატიის პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ, სუვერენულ საქართველოს
„როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომელიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნის. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრ...





























