მაჭავარიანი გახარიას პარტიას: დემოკრატიაზე უკუსვლაზე როდესაც საუბრობთ, მოინიშნეთ თუ შეიძლება ბატონი გიორგი და იქნებ შედეგ შეხვედრაზე გვითხრათ - როდიდან დაიწყო საქართველოში დემოკრატის უკუსვლა?!

 „ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, ბატონი გივი გააკრიტიკოთ. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარატივში სხედხართ ერთი ერთში და იმავენაირად იტყუებით. ბატონ მიქანაძეს მიჰყავს დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა - განათლების რეფორმა. დარწმუნებულები ვართ, იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრს გიორგი შარაშიძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დიდი იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და „ნაცმოძრაობა“ აიკრძალება.

„უნდა იცოდეთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიას იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარებინა ეს სარჩელი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აიკრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან. შესაბამისად მოგიწოდებთ, უფრო ხშირად გაეცნოთ ახალ ამბებს.

რაც შეეხება, ასევე, თქვენი კოლეგის გაცხადებას ევროკავშირის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც  ვიხილეთ აბსოლუტურად სიცრუით გაჯერებული. რატომ  არ ელაპარაკებითო წამოვიდა საყვედური, აქაც ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყოთ საინფორმაციო გამოშვებებში, ჩვენმა პრემიერმა რამდენჯერმე ღიად მიმართა, მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში დაუჯდეს და დაელაპარაკოს, გაფრინდეს ბრიუსელში, თუმცა ეს საუბარი უნდა შედგეს არგუმენტებით და არა თითის ქნევით - ეს კანონი გაიწვია, ის კანონი გაიწვიე, ჩვენ ასე არავის არ დაველაპარაკებით. ევრონესტის სამიტში რატომ არ მიიღეთ მონაწილეობაო? იქ თქვენ თუ ადევნებდით თვალყურს და ეს თქვენი შეურაცხყოფა არის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, „ენჯეოების“ კვოტით შეიყვანეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქალბატონი ბოკუჩავას თამადობით და თავმოყვარე ხელისუფლების ნაბიჯი სწორედ ეს არის - ჩვენ იქ არ ჩავედით და არ დავესწარით ამ რაღაცა ცირკს.

დემოკრატიაზე უკუსვლაზე როდესაც საუბრობთ, მოინიშნეთ თუ შეიძლება ბატონი გიორგი და იქნებ შედეგ შეხვედრაზე გვითხრათ, ათვლის წერტილი როდიდან იწყება დემოკრატიის უკუსვლის, რომელი წელი შეგვიძლია ჩავთვალოთ ათვლის წერტილად? როდიდან დაიწყო საქართველოში დემოკრატის უკუსვლა?!“ - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762862134

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას

„ჩემი კოლეგის მიერ რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ...

მარიამ ლაშხი

1762861258

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მსოფლიოში უკვე ყველას თვალი აქვს ახელილი, თუ რა მოხდა რეალურად უკრაინაში და თუ როგორ გამოიყენეს ის პროქსიომისთვის, დასავლეთს და რუსეთს შორის, სატელიტ ქვეყნად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთს და რუსეთს შორის ბრძოლა, რომელშიც გამოყენებულია უკრაინა....

ლევან მაჭავარიანი

1762857250

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო არ უნდა იქცეს ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად

„დღეს, როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომლებიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნიან. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიულ...

ზურაბ ქადაგიძე

1762856894

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ძალიან დიდი ნებისყოფა გვმართებს, რადგან ახლა ყველა გზა მოჭრილია და გვაქვს მხოლოდ ორი ვარიანტი - ან ვბრუნდებით ისევ აგენტოკრატიის პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ, სუვერენულ საქართველოს

„როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომელიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნის. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრ...

ზურაბ ქადაგიძე

1762856103

ახალი ამბები

რიმა ბერაძე: მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტების და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის!

„ჩვენს ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა მოგვეცა საშუალება ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. ქვეყნის მტრები და აგენტები ვეღარასოდეს შეძლებენ ზიანი მიაყენონ...

 რიმა ბერაძე