მაკა ბოჭორიშვილი Emaar-ის ინვესტიციის შესახებ: ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასშტაბის პროექტი, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
                ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასშტაბის პროექტი, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა Emaar-ის ინვესტიციის წინააღმდეგ, ოპოზიციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები იმ პროექტების წინააღმდეგ ილაშქრებენ, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკისთვის დამატებითი ბიძგის მიცემას.
„ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პროექტზე, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ვხედავთ, რომ ოპონენტები ილაშქრებენ სწორედ იმ პროექტებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ბიძგს მისცემს ეკონომიკას.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აღიზიანებთ ჩვენს ოპონენტებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები წარმოჩენილი“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1762184956
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს შანხაის ჰუნგციაო საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა. საქართვე...
1762183828
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა ველოდეთ
ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი. სინამდვილეში ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუ...
1762181719
ახალი ამბებიმაია ბითაძე ლომჯარიას განცხადებაზე: იკვეთება გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას
„იკვეთება უკვე გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებ...
1762177951
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო - ვაშინგტონის საარბიტრაჟოში სარჩელი ბატონმა მეიერმა შეიტანა
„ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან მამუკ...
1762175482
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        













