მარიამ ქვრივიშვილი: „ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასება

 „ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასება.

„ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, მათ შორის სამოქმედო გეგმა, რომელიც განაწილებულია თითოეულ სამინისტროსა და უწყებაზე. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომ მოხდეს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის განახლება, რაც ძალიან კონკრეტული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ჩენდლერის ინსტიტუტმა“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს.

ევროპის საუკეთესო სამეულში კი შემდეგი ქვეყნები შევიდა: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე - რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა.

„10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ გვექნება კონკრეტული საზომები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეულ დარგში, ისევე როგორც მიმართულებაში. შედეგად ჩვენი ქვეყნის შიგნით, მათ შორის შიდა და საერთაშორისო ინვესტორებს ეცოდინებათ, თუ რა პროექტებს განახორციელებს საქართველო მომდევნო 10 წლის განმავლობაში და როგორი იქნება ის გეგმა-გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც თითოეული პროექტის აღსრულება მოხდება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762184956

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს შანხაის ჰუნგციაო საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა. საქართვე...

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

1762183828

ახალი ამბები

გია ვოლსკი: საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა ველოდეთ

 ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი. სინამდვილეში ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუ...

გია ვოლსკი

1762181719

ახალი ამბები

მაია ბითაძე ლომჯარიას განცხადებაზე: იკვეთება გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას

 „იკვეთება უკვე გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებ...

მაია ბითაძე

1762177951

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო - ვაშინგტონის საარბიტრაჟოში სარჩელი ბატონმა მეიერმა შეიტანა

 „ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან მამუკ...

ლევან მაჭავარიანი

1762175482

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი