მაკა ბოჭორიშვილი: არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის
„არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ბევრი მიზანმიმართული უზუსტობაა, რომელიც სრულიად არ შეესაბამება რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს, რეალურ სიტუაციასა და დასკვნებს.
„ზოგადად რომ შევაფასოთ ანგარიში, ძალიან ბევრი მიზანმიმართული უზუსტობაა, რომელიც სრულიად არ არის თანხვედრაში რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან, რეალურ სიტუაციასთან და იმ დასკვნებთან, რაც ანგარიშშია გაკეთებული. ეს არის სრულიად აცდენილი ერთმანეთს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად შევისწავლით ანგარიშს და ყველაფერზე გვექნება ჩვენი კომენტარი. რა თქმა უნდა, ვერ დავხუჭავთ თვალებს იმ ტყუილებზე, რაც წერია ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ანგარიშში ასახული საკითხები დაკავშირებულია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან.
„ვხედავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამალებული პროპაგანდა მიდის უკვე რამდენიმე წელია, და ეს ანგარიშიც სწორედ იმ ანტიქართულ პროპაგანდას უწყობს ხელს ამ დასკვნებით, რომლებიც სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებსა და რეალურ მოცემულობებს“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა დიალოგისთვის.
„ჩვენ კანონებთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვით და არა ერთხელ გამოვაცხადეთ, რომ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თუკი ეს ევროპულ მხარეს აწუხებს, დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კანონების საჭიროებაზე და არსზე, თუ რისთვის იყო ეს კანონები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული. მას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური საფუძველი; ამ კანონების მიღება სჭირდებოდა ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფო სტაბილურობას და გამომდინარეობდა ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. თუკი ამაზე არის რაიმე კითხვები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად. როდესაც დღეს საუბარია იმაზე, რომ თითქოს ეს კანონები რაიმეს ზღუდავს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კანონები არაფერს არ ზღუდავს. არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და დემოკრატიული ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
1762351918
ახალი ამბებიპრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ
„ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, -...
1762351113
საზოგადოებაპრემიერი: ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს
ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევრ...
1762350728
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია
როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ....
1762350151
ახალი ამბებიპროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტრ...
1762349230
საზოგადოებაგეკა გელაძემ, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა. შინაგან საქმეთა მინ...



























