პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ
„ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.
„ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია - არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან. ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს, აქედანაც ჩანს და მერე არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა პრემიერმა.
1762347855
საზოგადოებაგიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა...
1762347693
საზოგადოებაცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რ...
1762347655
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: 3 ოქტომბერს, ბათუმში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, გემის მფლობელ კომპანიაზე და შემოსულ ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება
შემოსავლების სამსახური ბულგარეთის პორტიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შესულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგ...
1762346315
საზოგადოებამახაშვილი: გამჭვირვალობის კანონზე გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან მსუბუქი კანონმდებლობა აქვს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ის ხისტი ლექსიკა, რომლის საფუძველზეც არის შედგენილი ეს ანგარიში...
1762344744
საზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო: არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის მღვდელმოქმედების უფლება აე...


























