მაკა ბოჭორიშვილი: აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას.
„ცოტა ხნის წინ საქართველომ განახორციელა ადამიანის უფლებების მეოთხე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, გაიზიარა წინა მიმოხილვის რეკომენდაციების დაახლოებით 90 პროცენტი. აქვე, მადლობას გადავუხდი ყველა დელეგაციას მათი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ბატონო პრეზიდენტო, აშკარა პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით: საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კვლავ გრძელდება დაკავების, არასათანადო მოპყრობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევები. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ ეძლევათ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არსებობს ანგარიშვალდებულება იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროებაა. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო არენაზე აღნიშნულ საკითხზე მუშაობას, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ყოველწლიური რეზოლუციის, „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მეშვეობით. ჩვენ თქვენი პრინციპული მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771853565
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას
„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა...
1771852278
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო
უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, - განაცხადა საქართველოს საგარე...
1771852103
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1771851616
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურს...
1771849779
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის სასახლეში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის...


























