საქართველოს პარლამენტის სასახლეში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ კრიტიკულ მომენტში, როცა ჩვენს ქვეყანას დაცვა სჭირდება, ქართველები ყოველთვის გმირობისთვის არიან მომართულნი. ამავე დროს, ეს დღე გვახსენებს, რომ ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა, არსად წასულა.
წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ვხედავთ, ჩვენს თვალწინ ინგრევა და ფაქტობრივად, სამყაროში იგივე წესები ამოქმედდა, რაც 100 წლის წინ იყო.
ამ მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ნებისმიერ ხელისუფალს, რომ თავიდან აიცილოს ამგვარი კატასტროფები. მნიშვნელოვანია, გმირებისთვის პატივის მიგებასა და მათ მუდმივ გახსენებასთან ერთად, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ცოცხალი გმირები გვჭირდება და ეს სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
დღეს მნიშვნელოვანია, 1921 წლის გმირებთან და ჩვენს თანამედროვე გმირებთან ერთად, ყოველთვის ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.საქართველოს პარლამენტის სასახლეში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
1771851616
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურს...
1771848802
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა - ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა
„საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „...
1771846625
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკუ...
1771845135
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ. ისინი ერთი ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1771844143
ახალი ამბებიკახა კალაძე: სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ
თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების ჩართულობით სოციალურად...




























