სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ფიზიკური პირი ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ, ახდენდა რეალიზაციას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
ინდმეწარმე ა. მ. (მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყარაჯალარი) კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
1771852278
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო
უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, - განაცხადა საქართველოს საგარე...
1771852103
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1771849779
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის სასახლეში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის...
1771848802
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა - ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა
„საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „...
1771846625
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკუ...


























