მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას
„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ხაზს უსვამს გაეროს წესდებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საჭიროებას.
„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს გაეროს წესდებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საჭიროებას. დასასრულს, საბჭოს მეოცე წლისთავის მოახლოების კონტექსტში, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა პრინციპის მიმართ. ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ქვეყნის შიგნით და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებული საერთო ძალისხმევის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771853746
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - გ...
1771852278
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო
უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, - განაცხადა საქართველოს საგარე...
1771852103
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1771851616
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურს...
1771849779
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის სასახლეში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის...


























