მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის კონფერენციაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს პოზიციების გაჟღერებას, ისე ორმხრივი შეხვედრების გამართვას პარტნიორ ქვეყნებთან.

„ბაქო მასპინძლობს მაღალი დონის კონფერენციას, შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იყოს ორმხრივი შეხვედრები და ასევე საქართველოს პოზიციები გაჟღერდეს ამ ფორუმის ფარგლებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, სადაც მხარეები საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

„იქნება ასევე ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და კიდევ ერთხელ შევეხებით იმ საკითხებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს უკავშირდება. ურთიერთობები, იცით, რომ მაღალ დონეზეა, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც არის ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779084270

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მ...

ირაკლი კობახიძე

1779081841

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1779080370

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

18 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმში მზესთან ერთა...

ამინდის პროგნოზი

1779049661

საზოგადოება

მალხაზ გულაშვილი: საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა - 17 მაისს მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა

საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი არა თუ მარცხდება, განადგურებულია. მათ საქართველოში არანაირი პერსპექტივა, რომ სადმე თავი მოიდრიკონ, არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამ...

მალხაზ გულაშვილი

1779047701

საზოგადოება

მალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას

დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“...

მალხაზ გულაშვილი