მამუკა მდინარაძე: მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იმ თეორიულად მისაღებ ვადაში, რაც სჭირდება ფორმალური თვალსაზრისით ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას, შექმნას ეს სამმართველო. ამიტომ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ.

პირადად მე, ვიქნები დაინტერესებული ბოლომდე და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ იმას, რომ ბრძოლის ერთგვარი იარაღი, რომელიც თავის მხრივ პოლარიზაციის გაღვივებაში გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ, იყოს მაქსიმალურად განდევნილი ჩვენი საზოგადოებისგან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ჩვენს ქვეყანაში ცდილობს პოლარიზაცია, ერთი მხრივ გამოიყენოს იმის იარაღად, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გახლიჩოს და მართვა ამ საზოგადოების გარედან იოლი იყოს უფრო და ამის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენებენ სიძულვილის ენას, შუღლის გამაღვივებელ ენას, ეს იქნეს უარყოფილი და ამას ვებრძოლოთ.

შეიძლება დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა ამის გარეშე და მეორე მხრივ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, დავუპირისპირდებით ქმედითი, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებსაც, თავის მხრივ აქვს უკვე საკანონმდებლო ბაზა. ამის აღსრულებას უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779086001

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...

მეთადონი

1779085233

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

1779084270

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მ...

ირაკლი კობახიძე

1779081841

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1779080370

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

18 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმში მზესთან ერთა...

ამინდის პროგნოზი