მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით.
„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა. მან მაშინ მკაფიოდ აღნიშნა, რომ გარკვეული გარეაქტორების მხრიდან, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა, რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო აზრთა მრავალფეროვნება, არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა. ამის ნაცვლად, გარეძალების მიერ წახალისებული იყო დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესს თან დაერთო როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში შეურაცხმყოფელი და აგრესიული რიტორიკის დამკვიდრება, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთგვარი სტანდარტი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ამავდროულად კი, მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე ამ მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1779081841
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამე...
1779080370
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
18 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმში მზესთან ერთა...
1779049661
საზოგადოებამალხაზ გულაშვილი: საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა - 17 მაისს მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა
საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი არა თუ მარცხდება, განადგურებულია. მათ საქართველოში არანაირი პერსპექტივა, რომ სადმე თავი მოიდრიკონ, არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამ...
1779047701
საზოგადოებამალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას
დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“...
1779047137
საზოგადოებამალხაზ გულაშვილი: ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე
ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღ...




























