მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

 „ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები რეპრესიულად შეფასდა, თუმცა შინაარსობრივ განხილვაში არავინ შესულა, რადგან ამისი ინტერესი არავის ჰქონდა, ამ შეფასებების მიზანი ქვეყანაში ნებისმიერი გზით ხელისუფლების ცვლილება იყო.

„ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ასეთ კანონებს ნამდვილად მივიღებთ. რაც შეეხება დიალოგს. დიალოგს თავისი მიზეზები ჰქონდა. რეალურად ინტერესი ამ კანონებთან დაკავშირებით არავის არ ჰქონდა, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა, აქტუალური სულ სხვა საკითხები იყო. ჩვენ ვესაუბრებოდით იმაზე, რომ თუკი საჭირო იყო შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, სადაც ვიმუშავებდით, მიეთითებინათ, კონკრეტულად რომელიც მუხლი თუ ნორმა ზღუდავდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ასე შეფასდა, ეს კანონი იყო „რუსული კანონი”, „რეპრესიული კანონი”. რეალური ინტერესი არ არსებობდა ამ კანონებთან დაკავშირებით. ეს მიზეზი იყო ამ ქვეყანაში, რომ არეულობა ყოფილიყო და რევოლუციური სცენარები განვითარებულიყო, რადიკალური დღის წესრიგი შეიქმნა, ეს იყო კანონის ბრენდირება „რუსულ კანონად”, შინაარსობრივ განხილვა არ იყო მიზანი, მიზანი იყო, რომ გამოეწვიოთ საზოგადოების აღშფოთება არარსებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით და საქართველოში მიგვეღო ისეთი პროცესი, რომლითაც მივიღებდით საბოლოო ჯამში ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლების ცვლილებას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სურვილზე, დახმარებოდა საქართველოს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლაში.

„გენერალური მდივნის მხრიდან რა თქმა უნდა, იყო ინტერესი, რომ გარკვეულწილად დაგვხმარებოდა ამ პროცესიდან გამოსვლაში, როდესაც გარკვეული აქტორების მხრიდან ასეთი წნეხის ქვეშ იყო საქართველო. მე მის პირად ინტერესებს და მის მცდელობებს ნამდვილად არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. არაერთხელ შევხვედრივართ ჩვენ და გვისაუბრია. მართლაც გულწრფელად დაინტერესებულა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, თუმცა არიან ქვეყნები, მათ შორის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, რომელთაც ეს საერთოდ არ აინტერესებდათ. მათთვის სულ სხვა დღის წესრიგი იყო აქტუალური. საქართველოში უკვე პოსტ არჩევნების პერიოდი იყო, საუბარი იყო ლეგიტიმაცია არლეგიტიმაციაზე და ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რეზოლუციებს იღებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები არ ეცნოთ ლეგიტიმურად. მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ გაკეთებული არჩევანი არ ითვლება. ლეგიტიმაცია აკლია და მათი გადაწყვეტილებით, უკვე სხვა დღის წესრიგი და მოცემულობა იყო საქართველოში. გაჩნდა საკითხი “ვის უნდა ველაპარაკოთ”. მათთვის ეს იყო მთავარი მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც არ გამოუვიდათ საბოლოო ჯამში. ეს მიზანიც მიუღწეველი დარჩა. ეს ერთი წელი ნამდვილად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ, ის მიზანი, რა მიზანიც ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მიმართ არა კეთილად განწყობილ ძალებს, ვერ იქნა მიღწეული. ვერც არჩევნების დელეგიტიმაცია მოახდინეს და ვერც საქართველოს განვითარების შეჩერება და სტაბილურობის დარღვევა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764178734

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დაბალხარისხიანი გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ ნამდვილად ხალხის მტერია

 დაბალხარისხიანი გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ ნამდვილად „ხალხის მტერია“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „რადიკალმა მემარცხენე გიჟებმა“ მასზე...

ტრამპიტრამპი

1764176950

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: კულტურისგან სრულად გაუცხოებულმა სააკაშვილმა, ქვეყნის აღსაწერად მოიხმო ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ - მიშიკოს ვურჩევდი „მონანიებას“ უყუროს, აბელ არავიძის პერსონაჟთან შეხვედრა, სარკეში ჩახედვასავით იქნება მისთვის

 „კულტურისგან სრულად გაუცხოებულმა და უვიცმა სააკაშვილმა, ქვეყნის აღსაწერად მოიხმო ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, სადაც თურმე საგიჟეთი და ავტორიტარი პერსონალი ჩვენ ვართ, ხოლო თვითონ, ინდიელი...

ბაჩო ოდიშარია.  

1764170535

ახალი ამბები

სოზარ სუბარი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: თავის მართლებას, სჯობს თავისი ქცევა გამოასწოროს და თავის პოლიტიკაში კორექტირება მოახდინოს

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია. სოზარ სუბარმა განა...

სოზარ სუბარი

1764168976

ახალი ამბები

ლუკაშენკომ პუტინს მინსკში „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ გამართვა შესთავაზა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებების გ...

ლუკაშენკომ პუტინს მინსკში „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ გამართვა შესთავაზა

1764168188

ახალი ამბები

სტაბილური ბიზნესრეგულაციებით, საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სტაბილური ბიზნესრეგულაციების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე: რამდენად...

 საქართველო