სოზარ სუბარი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: თავის მართლებას, სჯობს თავისი ქცევა გამოასწოროს და თავის პოლიტიკაში კორექტირება მოახდინოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თავის მართლებას, სჯობს ელჩმა თავისი ქცევა გამოასწოროს და თავის პოლიტიკაში კორექტირება მოახდინოს.
„ეს არის ელჩი, რომელიც პოზირებს ოპოზიციური ბანერების ფონზე, ესწრება სასამართლო პროცესებს და მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამართლდებიან. თუ მათ რაიმე პრობლემა აქვთ სასამართლოსთან, თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასამართლონ თავიანთი საქმე. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან,შეუძლიათ არც კი დაელოდონ სასამართლოს დამთავრებას ისე გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოში თავიანთი საქმეები და გარწმუნებთ, თუკი სტრასბურგის სასამართლოს ექნება რაიმე ოდნავი მტკიცებულება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და არა ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი საქმე, სტრასბურგი ამ საქმეს მიიღებს განხილვაში ისე, რომ არ დაელოდა ქვეყნის შიდა პროცედურების გავლას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.
1764162627
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7047 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7052 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1764162298
მსოფლიოევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკომისია მზად არის, წარმოადგინოს სამართლებრივი ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის გაყინული აქტივების მართვა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია მზად არის, წარმოადგინოს სამართლებრივი ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის გაყინული აქტივების მართვა უკრაინაში...
1764162080
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: უმაღლესი განათლების რეფორმას საპარლამენტო უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერა აქვს
„ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს - უმაღლესი განათლების რეფორმას, საპარლამენტო უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1764160454
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას
უახლოეს მომავალში გვექნება ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაციაც, დაახლოებით ერთ კვირაში განათლების მინისტრი წარადგენს ამ ხედვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამე...
1764159975
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დაგეგმილი გვაქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის
ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შეს...





























