მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
„მთელი წლის განმავლობაში აქტუალური თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბევრი სპეკულაცია მოჰყვა განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა. ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად მარტივი რამ თქვა – ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ უნდა გამხდარიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლის განმსაზღვრელი, რადგან ეს აზიანებდა ინტეგრაციის პროცესს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს განმარტება სხვაგვარად ითარგმნებოდა და განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდებოდა.
„შეიძლება ითქვას, ევროკავშირის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომლებმაც დააბრალეს საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტა მაშინ, როცა დიალოგი სინამდვილეში ევროკავშირის მხრიდან იყო შეჩერებული, ჯერ კიდევ ივნისში. მაგიდაზე როდესაც უკვე იდო ევროკავშირის მხრიდან დიალოგის შეჩერებაზე გადაწყვეტილება, იმის თქმა, რომ ამ განცხადებას ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებზე რაიმე რეალური, ნეგატიური ეფექტი ჰქონოდა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ამ განცხადებით არ მომხდარა არაფერი, რაც გააჩერებდა დიალოგს ევროკავშირთან. ამ განცხადებით მოხდა დეკლარირება მარტივი რამის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლების იარაღი და არ უნდა გამოყენებულიყო ამისთვის. თუმცა, მთელი წელია, ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თემები იქცეს საქართველოში რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მსაზღვრელი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, რას ემსახურება ეს ყველაფერი, რამდენად ეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ის, როდესაც სწორედ ამ თემით ხდება სპეკულირება და რადიკალური დღის წესრიგის განსაზღვრა.
„ხომ ფაქტია, რომ კეთდება განცხადებები ბრიუსელიდან, შემდგომ ორი-სამი დღე სწორედ ამის გარშემო ტრიალებს პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. ეს ყველაფერი აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესზე, თუმცა ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ დავაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან დიალოგზე. ევროკავშირის მხრიდან, ბიუროკრატიის მხრიდან როცა გვესმის ასეთი განცხადებები, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს ევროკავშირში, მეორე მხრივ, იგივე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბროს. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ერთი მხრივ, ამბობ, რომ გინდა, იხილო საქართველო ევროკავშირში და მეორე მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან წყვეტ დიალოგს. ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე. ეს არის ორმხრივი პროცესი. ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. ანუ საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის. ეს გულისხმობს შესაბამისი რეფორმების გატარებასაც, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასაც და ჩვენი ქვეყნის ისეთ ქვეყნად ქცევას, რომელიც მსგავსი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც არსებობს ევროკავშირში. ამას სჭირდება ეკონომიკურად ქვეყნის მომზადება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1764168188
ახალი ამბებისტაბილური ბიზნესრეგულაციებით, საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სტაბილური ბიზნესრეგულაციების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე: რამდენად...
1764166017
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე მარკ რუტეს განცხადებაზე: ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე „ბალტიისჭირეთმა“ ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო - და რა სარგებელი?
„ქართული ოცნება“ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვ...
1764164421
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27 და 28 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად...
1764163226
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორ წარმატებითაც პირადად მე უზრუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა
რა თქმა უნდა, არავის გაყრა არ არის მიზანი, პირიქით, მოთხოვნა არის კვალიფიციურ კადრებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გა...
1764163044
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა. მთავრო...






























