მაკა ბოჭორიშვილი: ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარის მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია, დანარჩენს დრო გვაჩვენებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია. საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს და, შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვიქნებით ჩვენი ამ პოზიციის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულებაზე.
„საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების, ან გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მის პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის ნაბიჯები პოზიტიურია.
„უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა დაიგეგმა ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს და ინიციატორი მე ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. თუმცა გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურებოდა ის დამოკიდებულება, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ნახა საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით და ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით, რამაც სამართლიანი განწყობები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი.
„ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მოითხოვს განხილვებს და პოზიციების შესაბამისად დაფიქსირებას და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეხვედრები იყოს და უკრაინულ მხარეს სწორი აღქმა ჰქონდეს ჩვენს მოლოდინებზე. მნიშვნელოვანია, საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას, ან კრიტიკას უკრაინული მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ. ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული“, - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას და პოზიტიურად აფასებს დიალოგის გაგრძელების მიმართულებით არსებულ მცდელობებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარის მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი - საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული, სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1778850523
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ
ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას შეეძლო მონაწილეობა და...
1778850487
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6789 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1778849729
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ე...
1778848846
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას შეხვდა
მიმდინარე წლის 15 მაისს, ქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას ანდრ...
1778847311
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს, „ლელოც“, „გახარიებიც“, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და გვარამიას თენგოც ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“
„ლელოც“, გახარიებიც, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხად...




























