თორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სენატორებთან შეხვედრებზე ფართო რეგიონული უსაფრთხოების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ქართულ-იტალიური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„გაიმართა შეხვედრები იტალიის პარლამენტის სენატის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ იტალიელ კოლეგებთან, სენატორებთან, განგვეხილა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც ევროპის, ევროკავშირის, ისე საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და ფართო რეგიონის მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომლებიც მათ შორის, ვითარდება ახლო აღმოსავლეთში.

გარდა ამისა საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, რომლებიც სამომავლოდ იტალიური მხარის მიერ შეიძლება იყოს დაყენებული, მათ შორის, ევროკავშირის წინაშე იმისათვის, რათა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით იყოს კიდევ უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული და ქართული პოზიციები, შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისადმი იყოს რაც შეიძლება დეტალურად მიტანილი. საგულისხმოა ის, რომ იტალიელი კოლეგები ძალიან კეთილგანწყობით მოეკიდნენ იმ თემას, რასაც ჰქვია ქართულ-იტალიური ურთიერთობების სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება, რაც თავისთავად მისასალმებელი ფაქტია,“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778757929

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,...

პოლიცია პოლიცია

1778756048

ახალი ამბები

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორ...

პროკურატურა

1778753688

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის სა...

გიორგი ვოლსკი

1778753051

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფი...

ზაზა შათირიშვილი

1778750530

საზოგადოება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პ...

შიო მესამე