მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას შეხვდა

მიმდინარე წლის 15 მაისს, ქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას შეხვდა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

„ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778842767

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალ...

პროკურატურა

1778840714

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. როგორც პენიტენციურ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1778839759

ახალი ამბები

„ბრალდებულმა დაზარალებულს, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით, 40 845 ლარი გამოართვა, მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით...

მსოფლიო

1778837883

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, (ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს "ნიკორა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

1778837102

ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს აწესებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს...

მომსახურების სააგენტო